ობამამ მოგვილოცა - კვირის პალიტრა

ობამამ მოგვილოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "ბატონო პრემიერ-მინისტრო! საუკეთესო სურვილებით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის. იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში. მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლის ნათელსაყოფად", - ვკითხულობთ ობამას წერილში.