დაპირებული მაპ-ი?! - კვირის პალიტრა

დაპირებული მაპ-ი?!

30 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭი ეყარა ნატოს გაფართოების დეკლარაციას, რომელიც ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერით დამტკიცდა. დეკლარაცია ალიანსის გაფართოებას და ასპირანტი ქვეყნების პერსპექტივებს შეეხება. მის მე-8 პუნქტში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს, ნატოსთან დაახლოებისთვის, უელსის სამიტზე მიენიჭოს მაპ-ი. განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ უელსის სამიტზე ალიანსის გაძლიერების საკითხი გადაწყდება. "არავის შეუძლია მიუთითოს ნატოს და ჩაერიოს ალიანსის გაფართოებისა თუ ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში." - განაცხადა რასმუსენმა.