სტუმრად მერკელთან - კვირის პალიტრა

სტუმრად მერკელთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას სტუმრობდა. "ევროკავშირი ვალდებულია, რუსეთს თავისი პასუხისმგებლობის შესახებ მიუთითოს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველომ ხელი 27 ივნისს უნდა მოაწეროს. მერკელის თქმით, ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკური,    ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების უფრო დაახლოებასა და დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს ითვალისწინებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).