"კაცობრიობას სიმშვიდე აკლია" - კვირის პალიტრა

"კაცობრიობას სიმშვიდე აკლია"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ტრადიციული ქადაგებისას ბრძანა: "ამაღლების დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა აკლია კაცობრიობას, რა გვაკლია ჩვენ, ზოგი ფიქრობს მხოლოდ მატერიალურზე, ზოგი - სულიერზე. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად კაცობრიობას აკლია სიმშვიდე და სიხარული. გეძლევათ ყველას ლოცვა-კურთხევა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე თქვენს გულებში, თქვენს სულებში. როდესაც ადამიანში ღვთის მშვიდობაა, მასში სიყვარული და სიხარულია. სიხარული მოდის იმ ადამიანის გულში, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, სწამს და უყვარს უფალი, ამიტომ, ეცადეთ, სიმშვიდე იყოს თქვენს სახლებში. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ხმამაღალი სიტყვით არ ისაუბროთ თქვენს სახლებში", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).