სტიქია სამეგრელოში - კვირის პალიტრა

სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა ქარმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონების რამდენიმე სოფელი დააზარალა. დაზიანდა 50-მდე სახლი, რომლებსაც ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.

უსახურავოდ დარჩა ერთ-ერთი საჯარო სკოლაც. სტიქიის გამო ამ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. იმ სახლებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდა, დროებითი სახურავები გაუკეთდა.

ზარალის დადგენის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება