2009 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს - კვირის პალიტრა

2009 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს

"2009 წელს გამიზნულად 113 ჟურნალისტი და მედიის სხვა წარმომადგენელი მოკლეს, უბედურ შემთხვევას კი 24 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი

ემსხვერპლა", - ნათქვამია  ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის  (IFJ) დასკვნაში, სადაც ორგანიზაციამ მოუწოდა ქვეყნების მთავრობებსა და გაეროს, უფრო აქტიურად იმოქმედონ ჟურნალისტების დასაცავად.

"მიუხედავად გაეროს მოწოდებისა, მთავრობებმა ბოლო მოუღონ დაუსჯელობას, ჟურნალისტთა გამიზნულ მკვლელობათა რიცხვი  ყველაზე მაღალია,  რომელიც ოდესმე  IFჟ-ს დაუფიქსირებია", - ნათქვამია  ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

2009 წლის ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ხშირი მკვლელობებით გამოირჩეოდა.  IFJ ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად ფილიპინებს, მექსიკასა და სომალის მიიჩნევს.

"სიმშვიდისა და ინდიფერენტულობის დრო არ არის. კრიზისი, რომელიც მედიას ემუქრება, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანებს და თვით დემოკრატიას", - განაცხადა  IFJ-ის გენერალურმა მდივანმა აიდან უაიტმა.