დაღესტანში ბოევიკების ლიდერები გაანადგურეს - კვირის პალიტრა

დაღესტანში ბოევიკების ლიდერები გაანადგურეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვთან 8 იანვარს გამართულ

შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩრდილო კავკასიაში ბანდიტების განადგურება უნდა გაგრძელდეს. მეორე დღეს ხასავიურთ-მახაჭყალის გზაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროს ახალდანიშნული მახაჭყალის ამირა მარატ ყურბანოვი მოკლეს. დაკავებისას სროლის დროს ყურბანოვმა და მისმა მხლებლებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღეს. ავტომობილი, რომლითაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები გადაჰქონდათ, აფეთქდა. რუსული უშიშროების ინფორმაციით, ბოევიკები  ასრულებდნენ დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების ხელმძღვანელის, მადრიდ ბეგოვის დავალებას, რომელიც ოპერაციის მსვლელობისას ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ კერძო სახლში მოკლეს.