"ნაცმოძრაობის" ლიდერებს დაუპირისპირდნენ
09-06-2014
ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის"" ლიდერების: გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფიზიკური დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ დუაძისა და "სახალხო კრების" წევრის, დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიწყო. დავით ლორიას თქმით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არა აქვთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით