ქარდავას საქმე - კვირის პალიტრა

ქარდავას საქმე

შსს-ს ცნობით, 2008 წელს გაუჩინარებული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას, საქმე გახსნილია. გამოძიების დასკვნით, ქარდავა მოკლულია. ამ საქმეზე ბრალი რომან შამათავას დაუმძიმდა. შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 27 აგვისტოს კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელი უფროსის, რომან შამათავას, დავალებით, პაატა ქარდავას ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. \ბათუმში გადაიყვანეს, ჩასვეს ნავში და ზღვაში გაიყვანეს. რომან შამათავამ თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო (ვრცლად იხ. გვ. 10, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).