გოგორიშვილის ბრალდება
09-06-2014
გოგორიშვილის ბრალდება
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა გოგორიშვილის, თქმით, მას პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა იმ რეიტინგული კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვა, ვინც მარნეულის გამგებლობაზე აპირებდა კენჭისყრას. მისი თქმით, შეხვედრა უსუფაშვილთან 12 მაისს შედგა. უსუფაშვილი არ უარყოფს შეხვედრის ფაქტს, თუმცა, ამბობს: "საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ გვიხსენებია არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო
რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით