მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ინაუგურაციას დაესწრო, რომელმაც მიწვევა პოროშენკოსგან 27 მაისს მიიღო. კიევში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად 56 ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა. უმაღლეს რადაში ფიცის დადების ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი.

მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შეხვდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).