ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში - კვირის პალიტრა

ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში

ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრნენ. მისიაში მონაწილეობენ ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ცენტრალური აფრიკის დედაქალაქ ბანგიში იმსახურებენ. მათი გაცილების ცერემონიალი ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).