გაეროს რეზოლუცია
09-06-2014
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მორიგი რეზოლუცია მიიღო "აფხაზეთიდან  და ცხინვალის რეგიონიდან ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ". დოკუმენტში ლაპარაკია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შეუფერხებელი ჰუმანიტარული საქმიანობის აუცილებლობაზე, ასევე დაგმობილია ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა დევნილების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. რეზოლუციას 6 სხვა ქვეყანასთან ერთად, სომხეთმაც არ დაუჭირა მხარი

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?