ღარიბაშვილის მესიჯი - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილის მესიჯი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველო შეიძლება იყოს მოდელი, რომელიც ახერხებს დაბალანსებული და კონსტრუქციული ურთიერთობების გაღრმავებით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას და ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას". რაც შეეხება მისი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას, პრემიერი ამბობს: "ამას სჭირდება კარგი მომზადება. ჩვენ ზოგადად ვთქვით, რომ გვაქვს მზაობა, შედგეს პირდაპირი დიალოგი, მაგრამ როდის, რა ფორმით ამას დრო გვიჩვენებს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).