წმინდა სინოდის სხდომა
09-06-2014
წმინდა სინოდის სხდომა
3 ივნისს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის ოქმში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდმა ცხრა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელა და განჩინება მიიღო. მათ შორის წმინდა სინოდი ორმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მუზეუმებში დაცულ სიწმინდეებსა და საეკლესიო ნივთებს აღწერს. იმსჯელეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც. სინოდის განჩინებით, ეს კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის და გამოთქმულია იმედი, რომ მომავალში კანონი შეიცვლება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით