ტრაგედია ლუგანსკში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ლუგანსკში

ლუგანსკში სეპარატისტების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, ბორტზე მყოფი 49-ვე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესპიკერმა ვლადისლავ სილიზნიოვმა განაცხადა. ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი Bკ-76 გამთენიისას ჩამოაგდეს. ბორტზე ეკიპაჟის 9 წევრი და დნეპროპეტროვსკის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 40 სამხედრო იმყოფებოდა.