ქართველებს პასპორტები გაუუქმეს
16-06-2014
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ აფხაზეთში - გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციებთან არსებული კომისიის რეკომენდაციით გაცემული პასპორტები უკანონოდ გამოცხადდა. საქმე შეეხება 25-26 ათას ეთნიკურ ქართველს. დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის რაულ ხაჯიმბას თქმით, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე აფხაზური ე.წ. პასპორტები კანონდარღვევით აიღეს ისე, რომ ამავდროულად ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, აფხაზეთში ცხოვრებას გააგრძელებენ, თუმცა არ ექნებათ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.


რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?