თელავის ცენტრში მამაკაცი ჩაცხრილეს - კვირის პალიტრა

თელავის ცენტრში მამაკაცი ჩაცხრილეს

თელავის ცენტრში 35 წლის კრიმინალური ავტორიტეტი აჩიკო მაისურაძე, მეტსახელად "სტარიჩოკა" ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 12 წლის წინ "კანონიერი ქურდის" მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. აჩიკო მაისურაძე საავადმყოფოში, ოპერაციის მიმდინარეობისას გარდაიცვალა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მომხდარს შინაგან საქმეთა კახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს.