თომას დე ვაალი MAP-ს მხარს არ უჭერს - კვირის პალიტრა

თომას დე ვაალი MAP-ს მხარს არ უჭერს

კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალმა განაცხადა: "არასდროს დამიმალავს, რომ მხარს არ ვუჭერდი საქართველოსთვის MAP-ის მიცემას. საქართველოსთვის ევროპული ტენდენციები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე MAP-ი, რომელიც ფუნდამენტალურად ჩამოაშორებს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რადგან ისინი არ დაუშვებენ საქართველოს ნატოში გაწევრებას. ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული წევრობა და საქართველო მხოლოდ MAP-ს მიიღებს."