ღარიბაშვილი აფხაზებსა და ოსებს მიმართავს - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა: "ევროკავშირთან ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამიტომ მინდა აქედან მივმართო ჩვენს ძმებს - აფხაზებსა და ოსებს - თქვენ, თითოეულ ჩვენგანთან ერთად, სრულად ხართ ამ პროცესის თანაზიარი და თანამონაწილე. მჯერა, რომ ისარგებლებთ ყველა სიკეთით - იქნება ბიზნესის კეთება, უვიზო მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა თუ სხვა".