პრეზიდენტის ადმინისტრაცია "დაიცალა" - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "დაიცალა"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ლაშა აბაშიძემ დატოვა. აბაშიძის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეთანხმებით მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე აბაშიძის ორმა მოადგილემ დატოვა. საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი ვანო მაჭავარიანიც. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ესაუბრა პრეზიდენტს და სწორედ მისი თხოვნის გათვალისწინებით დატოვა თანამდებობა (ვრცლად იხ. გვ 6).