"ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს" - კვირის პალიტრა

"ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა: "ქართველი ხალხი უნდა დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე, იმიტომ, რომ ქართველი უცხოეთში ვერ ხარობს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ახლოს თავის ფესვებთან, მამაპაპათა სამყოფელთან". უწმინდესის თქმით, მას ყოველთვის აფიქრებდა, უცხოეთში უამრავი ქართველი რომ მიდიოდა და იქ ათეული წლებით რჩებოდა.