ივანიშვილი "ოცნებას" დისციპლინას უწუნებს
16-06-2014
"ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია", - განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მარნეულის შემთხვევაზე არის კითხვის ნიშნები: "ვერაფრით დავეთანხმები იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" 80-მა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ზეწოლის შედეგად მოხსნა". მისი აზრით, საარჩევნო პროცესში პრობლემები იყო, მაგრამ არა მასშტაბური. "ეს არჩევნები პრინციპულად გარდამტეხი ვერ იქნება, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც ჩემი მოსვლის შემდეგ დაიწყო საქართველოში.…ხელისუფლებას ყველაზე დიდ შეცდომად უმუშევრობას უთვლიან, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას
სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და კონკურენტული გარემო შევქმნათ", - განაცხადა ივანიშვილმა.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით