უკრაინაში 356 კაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში 356 კაცი დაიღუპა

უკრაინაში გაეროს დამკვირვებლების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების შედეგად 356 კაცი დაიღუპა, მათ შორის, 257 მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე განცხადებით, აღნუსხულია წამების 200-ზე მეტი ფაქტი. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, ნავი პილაის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები 34 ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა დატოვა.