ავარიული დაშვება - კვირის პალიტრა

ავარიული დაშვება

ავიაკომპანია "ლუფთანზას" თვითმფრინავი, რომელიც მიუნხენიდან საქართველოში მოფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თურქეთში დაეშვა. მგზავრების ინფორმაციით, ლაინერი სტამბოლის აეროპორტში ძრავაში არსებული პრობლემების გამო დაეშვა. ბორტზე მგზავრებს შორის საქართველოს - 50 და უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე იმყოფებოდა.