С ჰეპატიტთან ბრძოლა იწყება - კვირის პალიტრა

С ჰეპატიტთან ბრძოლა იწყება

1-ლი ივლისიდან C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტებს 60%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაშის განცხადებით, დაავადებულ ბენეფიციართა რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით დადებითი დასკვნა გაცემულია 1295 ბენეფიციარზე. პაციენტები მედიკამენტებს შეიძენენ PSP-ს აფთიაქებში შემდეგ მისამართებზე: თბილისში, იოსებიძის ქ. #60, ქუთაისში, ბროსეს ქ. #5 და ბათუმში, გოგებაშვილის ქ. #32. მოქმედებს ცხელი ხაზი: 15 05.