როგორ შემოვაპაროთ მილიონი?
23-06-2014
როგორ შემოვაპაროთ მილიონი?
საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე სკანდალში გაეხვივნენ. აზერბაიჯანში ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას პარლამენტარები აზერბაიჯანის აეროპორტში შეაყოვნეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატებს არადეკლარირებული თანხა ჰქონდათ თან და საქართველოში მილიონი დოლარის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა, ჯაფარიძეც და ნადირაშვილიც ამას უარყოფენ და იმუქრებიან, რომ საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში უჩივლებენ. სწორედ ამ უკანასკნელმა დაადასტურა ეს ინფორმაცია (ვრცლად იხ. გვ. 11).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით