დედობრივი მზრუნველობა თუ... - კვირის პალიტრა

დედობრივი მზრუნველობა თუ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოფირი წარმოადგინა და განმარტა, რომ დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

დავით ნარმანიამ საარჩევნო უბანზე დედის აქტიურობა "დედობრივი მზრუნველობით" ახსნა.