ანგარიშში საქართველოც მოხვდა - კვირის პალიტრა

ანგარიშში საქართველოც მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ადამიანთა ტრეფიკინგს შეეხება, საქართველოც მოხვდა. ანგარიშში ლაპარაკია ქალების იძულებით პროსტიტუციასა და ქალების, ბავშვებისა და მამაკაცების იძულებით შრომაზე. ანგარიშის მიხედვით, ქალების სექსუალური ტრეფიკინგი ხდება როგორც ქვეყანაში, ასევე, მის საზღვრებგარეთ: თურქეთში, რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ქალების იძულებითი პროსტიტუციის ადგილებად კი ბათუმი და გონიოა დასახელებული.