ნატო 50:50-ზეა გაყოფილი - კვირის პალიტრა

ნატო 50:50-ზეა გაყოფილი

"უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება", - წერს სააგენტო "როიტერი" ნატოს ანონიმ დიპლომატებზე დაყრდნობით. "ნატო-რუსეთს შორის დაძაბულობის მატებისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ალიანსში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი ეწინააღმდეგება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, შიშობენ, რომ ამას რუსეთის შურისძიება მოჰყვება. სხვების აზრით, MMAP-ის მიუნიჭებლობა ისე გამოჩნდება, თითქოს ნატო თავს უხრის რუსეთის ზეგავლენას. ალიანსი 50:50-ზეა გაყოფილი და შორს არის სასურველი კონსენსუსისგან", - წერს "როიტერი".