ვაკანსიები შეივსო - კვირის პალიტრა

ვაკანსიები შეივსო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა დავით პატარაია, რომელმაც ამ თანამდებობაზე ლაშა აბაშიძე შეცვალა. ის ახალ თანამდებობამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. პრეზიდენტის მრჩევლად კი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი შეცვალა.