კარასინს აბაშიძემ უპასუხა - კვირის პალიტრა

კარასინს აბაშიძემ უპასუხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი ქართულმა მხარემ უნდა გადადგას. მისი თქმით, ყველაფერი  უნდა გაკეთდეს იმ კეთილი ტრადიციების აღსადგენად, რომელიც ქართველ და რუს ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა. კარასინის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა: "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას".