მარგველაშვილი ბრიუსელში არ გაემგზავრება - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი ბრიუსელში არ გაემგზავრება

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსა და მოლდავეთის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ტექნიკური დეტალების მომზადება უკვე დაასრულა. საქართველოსა და მოლდავეთთან შეთანხმებებს ხელს 27 ივნისს მოაწერენ. ამავე დღეს ხელს მოაწერენ უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ ნაწილს. უკვე ცნობილია, რომ ქართულ დელეგაციას, რომელშიც შევლენ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. სწორედ ის მოაწერს ხელშეკრულებას ხელს. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში არ გაემგზავრება.