სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი - კვირის პალიტრა

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომელმაც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

"ჩვენ დიდ შეფასებას ვაძლევთ ამ ვიზიტს. განვიხილეთ ორი ქვეყნისათვის საინტერესო საკითხები, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ხორცი შევასხათ იმ პერსპექტივებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებებს მოეწერა ხელი.