მეორე ტური - კვირის პალიტრა

მეორე ტური

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის ასარჩევად მეორე ტური თბილისის გარდა კიდევ შვიდ ქალაქში: თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში გაიმართება.

საქართველოს 46 თვითმმართველ თემში გამგებელი "ქართული ოცნების" კანდიდატი გახდა, თუმცა, 13 თემში მეორე ტური ჩატარდება. თბილისის საკრებულოს 25 მაჟორიტარული მანდატისგან 24-ს "ქართული ოცნების" კანდიდატები მიიღებენ.

საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით მონაწილეობა ამომრჩეველთა 43.31%-მა მიიღო.