შემთხვევა ჩოხატაურში
30-06-2014
ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე 8 ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯართის შეგროვებისას ადგილობრივი მცხოვრების მიერ ნაპოვნი ბალონიდან დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დროულად მივიდნენ. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, იმ ადგილზე, სადაც ბალონი იყო განთავსებული, მცენარეები გახმა, ადამიანები კი გულის რევის შეგრძნებას უჩიოდნენ. წინასწარი ვარაუდით, ეს შესაძლოა
ქლორი იყოს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით