გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

17-დღიანი ძებნის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს. გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე მეცნიერი საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა. ის 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს კი მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება "112"-ში შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საძიებო-სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყეს.