"მხედრიონის" ყოფილი უფროსი დააკავეს - კვირის პალიტრა

"მხედრიონის" ყოფილი უფროსი დააკავეს

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებებისა და თანამშრომლობის შედეგად, კახეთის რეგიონის "მხედრიონის" ყოფილი უფროსი, 1949 წელს დაბადებული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი დააკავეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი ბანდიტიზმისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის იძებნებოდა. მას ბრალი აზერბაიჯანიდან ექსტრადიციის შემდეგ წარედგინა (ვრცლად იხ. გვ. 10).