რა ჯდება მეორე ტური
30-06-2014
რა ჯდება მეორე ტური
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, უკვე ცნობილია, მერობისა და გამგებლების არჩევის მეორე ტურებისათვის დაახლოებით რა თანხა იქნება საჭირო. "არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. 1 600 000 ლარზე მეტი ცესკოს ანგარიშზე ნაშთი დარჩა, რომელსაც ის გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე გამოვყოფთ 3 მილიონ ლარს. არჩევნების დასრულების შემდეგ კი, როცა ზუსტი ინფორმაცია გვექნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განმარტავს ხადური.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით