თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია - კვირის პალიტრა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეცხრედ ჩატარდა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები, ნატოს გაფართოების თემა, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები,  ISAF-ის ოპერაციისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები. ფორუმში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ლიტვის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში კესტუტის ჯანკაუსკა და ა.შ. კონფერენცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლით დასრულდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).