ჰერმანი დიმიტროვის ნაცვლად - კვირის პალიტრა

ჰერმანი დიმიტროვის ნაცვლად

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვს იანოშ ჰერმანი შეცვლის. დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა დანიშნა. იანოშ ჰერმანი ამჟამად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში. მანამდე ის უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, ეკავა სახელმწიფო მდივნისა და ნატოში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა.