ისევ MAP-ზე უკეთესი?!
30-06-2014
"უელსის სამიტზე არ იქნება საუბარი MAP-ზე", - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. მისივე განმარტებით, სამიტზე შეთავაზებული იქნება პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. "ალიანსი მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს ნატოსთან დაახლოების კუთხით. ეს იქნება ძირითადი პაკეტი, რომელიც შემუშავდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სამიტამდე დარჩენილ პერიოდში. სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებთ ელემენტებს, რომლებზეცაა ლაპარაკი, მაგრამ შეგახსენებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას - "საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა", - განაცხადა რასმუსენმა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით