რუსეთი იმუქრება - კვირის პალიტრა

რუსეთი იმუქრება

"როგორც კი ძალაში შევა საქართველოს, უკრაინას, მოლდავეთსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებები, ჩვენ გავაანალიზებთ და თუ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ის თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გავწევრდით, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.