სარკოზის ბრალი წაუყენეს
07-07-2014
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს კორუფციაში, პირადი მიზნებისთვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და პროფესიული საიდუმლოს დარღვევის დამალვაში. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად დაახლოებით 15 საათი იყო. გამოძიების ვარაუდით, 2007 წლის სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი აფინანსებდა. 59 წლის ნიკოლა სარკოზიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით