ქართული ხილი რუსეთის ბაზარზე - კვირის პალიტრა

ქართული ხილი რუსეთის ბაზარზე

რუსეთში საქართველოდან 134 ტონა ხილის ექსპორტი უკვე განხორციელდა: კახეთის რეგიონიდან 82 ტონა ატამი და ვაშლატამა, შიდა ქართლიდან - 35 ტონა ბალი, გურიიდან კი 17 ტონა ლურჯი მოცვი. "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 23 ივნისს ეწვივნენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიული კონტროლი.