"მასტერა" დააკავეს
07-07-2014
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე ("მასტერა") ჰოლანდიაში დააკავეს.  პროკურატურის ცნობით, ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა გიორგი დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს. "მასტერა" ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია და მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით