შეწყალების კომისიის ახალი ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

შეწყალების კომისიის ახალი ხელმძღვანელი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ოფიციალურად წარადგინა. პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში იყარა კენჭი და თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.