სააკაშვილი იმუქრება - კვირის პალიტრა

სააკაშვილი იმუქრება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ბირთვი კიევში მიხეილ სააკაშვილს სტუმრობდა. შეხვედრაზე ექსპრეზიდენტმა  გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა: "ჩვენთვის, ყველასთვის, სავალალოდ, ცუდად არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მთელი საქართველო გამოიყურება. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ასე დიდი ხანია აღარავინ მოქმედებს. პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურისა და სასამართლოს მანიპულაციებით ყველგან მოკლევადიანია და ძალიან ცუდად მთავრდება".