არეულობა სასამართლოსთან - კვირის პალიტრა

არეულობა სასამართლოსთან

გიგი უგულავას სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. არეულობა პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. საქმის ოთხი პროკურორი შენობიდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს. პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. არეულობის გამო რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის კოტე გაბაშვილი და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც სამი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. კოტე გაბაშვილი და კიდევ ექვსი დაკავებული სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა.

არეულობისას რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.