უგულავა დააპატიმრეს - კვირის პალიტრა

უგულავა დააპატიმრეს

3 ივლისს გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც კიევში აპირებდა გაფრენას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ბრალი გიორგი ღონიაშვილსა და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის წარედგინა; ასევე, გაასამართლებენ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არეულობის ორგანიზებისთვის. უგულავას წინააღმდეგ სულ 6 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.